ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ბელგიის მეტროში 10 ადამიანი დაიღუპა: ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონე გამოცხადდა

ბრიუსელის მეტროში მომხდარ აფეთქებას Euroenews-ის ინფორმაციით, სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. ამ დროისთვის ქალაქში მოქმედი ყველა მეტრო სადგური დახურულია.

ბელგიაში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადეს. ბელგიის პრემიერ-მინისტრის შარლ მიშელის თქმით, ხელისუფლება სიტუაციას დიდი ყურადღებით აკვირდება.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ორი  აფეთქება მოხდა ბრიუსელის აეროპორტში. BBC-ის ცნობით, აღნიშნულ აფეთქებებს 13 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი მედია კი აცხადებს, რომ აეროპორტში აფეთებები თვითმკვლელმა თავდამსხმელმა განახორციელა.

 

იტვირთბა....