ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

„ლარის უცაბედი გამყარება მისასალმებელი არ არის“

 

ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის ახლადდანიშნული მრჩეველი მაია მელიქიძე ლარის კურსის ბოლოდროინდელი მკვეთრი გამყარების მიზეზებზე „კომერსანტთან“ საუბრობს და ამ პროცესს ეკონომიკაში მიმდინარე დადებითი ტენდენციებით ხსნის. თუმცა, მელიქიძე მიიჩნევს, რომ ეროვნული ვალუტის ასეთი უეცარი გამყარების პროცესი მისასალმებელი არ არის.

„მაინცდამაინც არ არის მისასალმებელი, რომ უცებ გამყარდეს ჩვენი ეროვნული ვალუტა, რადგან ამას თანმდევი უარყოფითი პროცესებიც გააჩნია,“ – ამბობს მელიქიძე.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესები მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყნის ეკონომიკაში შემოდის ინვესტიციები. 65%-ით არის გაზრდილი ისრაელიდან ფულადი გზავნილები, აშშ-დან 15%-ით, გერმანიიდან 9%-ით.

„გარკვეულწილად ქვეყნის მთავრობა აქტიურად არის ჩართული იმ პროცესებში, რომ ქვეყნის განვითარებას შეუწყოს ხელი. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები დროთა განმავლობაში უფრო და უფრო ზევით მიდის. ეროვნული ბანკის სტრატეგია კი გახლავთ ის, რომ უნდა დაიკავოს ტრენდი,“ – აცხადებს მელიქიძე.

 

 

იტვირთბა....