ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

Reuters-ის ინფორმაციით, პუტინი კენჭს 2024 წლის არჩევნებშიც იყრის

Reuter-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინი 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და ძალაუფლებას 2030 წლამდე შეინარჩუნებს. ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით სააგენტო იუწყება, რომ პუტინის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მისმა მრჩევლებმა საარჩევნო კამპანიის მომზადება დაიწყეს.

პუტინს, რომელიც რუსეთის სამთავრობო მედიას აკონტროლებს, მთავრობის სრული მხარდაჭერა აქვს და მისთვის საარჩევნო პროცესი ფორმალობას წარმოადგენს.

Reuters-ის მიერ გავრცელებულ ამ ინფორმაციას კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინს ჯერ-ჯერობით არჩევნებში მონაწილეობის შესახებ არაფერი უთქვამს და არც საარჩევნო კამპანიის დაწყება გამოცხადებულა ოფიციალურად.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს უნდა გაიმართოს.

იტვირთბა....