ახალი ამბები

წესები: რა უნდა გავაკეთოთ ტერორისტული აქტის ეპიცენტრში მოხვედრისას

ბოლო პერიოდში მსოფლიო ტერორიზმის განსაკუთრებული გააქტიურიების მომსწრეა. ამ ბოროტებისგან თავდასაცავად და მაქსიმალურად ნაკლები დაზიანების მისაღებად, არსებობს სხვადასხვა წესები, რომელთა ცოდნაც აუცილებელია.

ტერორიზმი – ეს არის მეთოდი, რომლის დროს ძალადობის გზით დანაშაულებრივი ჯგუფი ცდილობს მიაღწიოს თავის მიზნებს. დასაშინებლად გამოიყენება საცხოვრებელი და ადმინისტრაციული შენობების, მაღაზიების, სადგურების აფეთქება და დაწვა, მძევლების აყვანა, თვითმფრინავების გატაცება.

შესაძლო ტერორისტული აქტის თავიდან ასაცილებლად ან მოსალოდნელი შედეგების შესამცირებლად საჭიროა:

არ ახლოთ ხელი ტრანსპორტში, სადარბაზოებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში უპატრონოდ მიტოვებულ პაკეტებს, ჩანთებს, ყუთებს.

აცნობოთ ნაპოვნი ნივთის შესახებ პოლიციას.

არ გამოხატოთ თქვენი უკმაყოფილება ტერორისტების თანდასწრებით, თავი შეიკავოთ ყვირილისგან და მკვეთრი მოძრაობებისგან.

იარაღის გამოყენების საშიშროების დროს დაწვეთ მუცელზე, თავზე ხელების დაფარებით, ფანჯრებისგან და შემინული კარებისგან მოშორებით.

დაშავების შემთხვევაში იმოძრავეთ ნელა – ეს შეამცირებს სისხლდენას.

იყოთ ყურადღებით და გამოიყენოთ გადარჩენის ნებისმიერი შესაძლებლობა.

თუ მოხდა აფეთქება შეეცადოთ არ დაუშვათ ხანძარი და პანიკა,

აღმოუჩინოთ დაჭრილებს პირველადი სამედიცინო დახმარება.

დაიმახსოვროთ საეჭვო პირების განსაკუთრებული ნიშნები და აცნობოთ სპეცსამსახურების თანამშრომლებს.

საეჭვო ნივთის აღმოჩენა, რომელიც შეიძლება აღმოჩნდეს თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა

საზოგადოებრივ ტრანსპორტში: გამოკითხეთ გარშემო მყოფი ადამიანები, შეეცადეთ განსაზღვროთ ვის ეკუთვნის ნივთი (ჩანთა, პაკეტი) ან ვის შეეძლო მისი დატოვება. თუ პატრონი არ გამოჩნდა, დაუყონებლივ აცნობეთ ნივთის შესახებ მძღოლს (მატარებლის უფროსს და ა.შ.)

სახლის სადარბაზოში: გამოკითხეთ მეზობლები, შეიძლება ნივთი მათ ეკუთვნის. თუ პატრონი არ გამოჩნდა, დაუყონებლივ აცნობეთ პოლიციის უახლოეს განყოფილებას.

დაწესებულებაში:  დაუყონებლივ აცნობეთ ნაპოვნი ნივთის შესახებ დაწესებულების ხელმძღვანელს.

ნებისმიერ შემთხვევაში:  არ ახლოთ ხელი, არ გახსნათ და არ გადაადგილოთ ნაპოვნი ნივთი. დააფიქსირეთ ნივთის პოვნის მომენტი. შეეცადეთ ხალხი გაიყვანოთ რას შეიძლება შორს. აუცილებლად დაელოდეთ ოპერატიული-საგამოძიებო ჯგუფის მოსვლას. გახსოვდეთ თქვენ ხართ ძირითადი მოწმე.

თქვენ პასუხისმგებელი ხართ თქვენი შვილების ჯანმრთელობასა და სიმშვიდეზე! აუხსენით, რომ ქუჩაში, სადარბაზოში ნაპოვნი ნებისმიერი ნივთი შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში. თვითნებურად არაფერი არ გაუკეთოთ საეჭვო ნივთს – ამან შეიძლება გამოიწვიოს აფეთქება, დიდი მსხვერპლი და ნგრევა.

თუ მიიღეთ ინფორმაცია ევაკუაციის შესახებ:

შეინარჩუნეთ სიმშვიდე და შეასრულეთ კომპეტენტური ორგანოების ინსტრუქციები.

აიღეთ პირადი დოკუმენტები, ფული და ძვირფასეულობა, გათიშეთ ელექტროენერგია, წყალი და გაზი. დაეხმარეთ მოხუცებს და ავადმყოფებს. აუცილებლად ჩაკეტეთ კარი – ეს დაიცავს სახლს მოროდიორების შეღწევისაგან. არ აყვეთ პანიკას. ორგანიზებულად დატოვეთ შენობა. დაბრუნდით მხოლოდ პასუხისმგებელი პირების ნებართვის შემდეგ. გახსოვდეთ, თქვენი თანმიმდევრულ და სწორ ქმედებებზე დამოკიდებულია მრავალი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

როგორ ვიმოქმედოთ ტერაქტის შემდეგ:

შეინარჩუნეთ სიმშვიდე.  მოუსმინეთ შეტყობინებებს.  შეასრულეთ ინსტრუქციები. დაეხმარეთ დაშავებულებს. ფანრის გამოყენებით შეამოწმეთ დაზიანებები, არავითარ შემთხვევაში არ აანთოთ სანთელი ან ასანთი, არ ჩართოთ ელექტრო ხელსაწყოები. შეამოწმეთ ხომ არ არის ხანძარი ან გაზის გაჟონვა. გამორთეთ ყველა დაზიანებული ელექტრო ხელსაწყო. შეამოწმეთ მიმდებარე ტერიტორიები და აღმოუჩინეთ დაშავებულებს პირველადი დახმარება.

გახსოვდეთ:

ნივთების შეხედულება შეიძლება მალავდეს მათ რეალურ დანიშნულებას. ასაფეთქებელი მოწყობილობების შესანიღბად გამოიყენება ჩვეულებრივი ჩანთები, ყუთები, პაკეტები, სათამაშოები და მსგავსი ნივთები.

euroeastcp.eu

 

 

იტვირთბა....