ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბელგიაში საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი ამოქმედდა

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრიუსელის აეროპორტში მომხდარი აფეთქების გამო, ბელგიაში საქართველოს მოქალაქეებისთვის საკონსულოს ცხელი ხაზი ამოქმედდა.

„ბრიუსელის აეროპორტში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ბელგიის სამეფოში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ამოქმედდა საკონსულო სამსახურის ცხელი ხაზი: +32 4777 000 34 / +32 470 2442 62“- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოს საკონსულოში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ბრიუსელში საქართველოს მხოლოდ ერთი მოქალაქე იმყოფება. როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, ეს მოქალაქე ქართველი ჟურნალისტი ქეთევან ქარდავაა, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა სოციალურ ქსელში საზოგადოებას აფეთქების შესახებ აცნობა და ფოტოებიც გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ ბრიუსელის აეროპორტში ორი აფეთქება მოხდა. არიან დაჭრილებიც და გარდაცვლილებიც, თუმცა, მათი რაოდენობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. აეროპორტში გაუქმებულია ყველა რეისი და შენობიდან ევაკუირებული არიან ადამიანები. რამდენიმე ხნის შემდეგ აფეთქება მოხდა ბრიუსელის მეტროსადგურ „მაელბიკშიც“, აქაც ჯერჯერობით უცნობია დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ.

იტვირთბა....