ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა უკრაინის ომი

„ტრაგედიის თავიდან აცილება შეიძლებოდა“ – ზელენსკი 128-ე ბრიგადის ჯარისკაცების დაღუპვაზე

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეს რეგიონში რუსული ძალების მიერ 128-ე სამთო თავდასხმის ბრიგადაზე განხორციელებულ შეტევას გამოეხმაურა.

„ვუსამძიმრებ დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს და მეგობრებს! ეს არის ტრაგედია, რომლის თავიდან აცილებაც შეიძლებოდა.

თავდაცვის მინისტრმა უმეროვმა მომაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ზომები იქნა მიღებული მომხდარის ყველა გარემოების გასარკვევად, კონკრეტულად ვინ რა ბრძანება გასცა. ტრაგედიასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა. ამასთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. მთავარია დადგინდეს სრული სიმართლე მომხდარის შესახებ და არ დავუშვათ ის განმეორდეს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

იტვირთბა....