ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ერთადერთი მიზანი მაქვს, რომ ქვეყანა „რუსული რეჟიმისგან“ გავათავისუფლოთ და საქართველომ დაიწყოს სწრაფი სვლა ევროპული მიმართულებით” – ვაშაძე

ერთადერთი მიზანი მაქვს, რომ ქვეყანა „რუსული რეჟიმისგან“ გავათავისუფლოთ და საქართველომ დაიწყოს სწრაფი სვლა ევროპული მიმართულებით – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

“მაქვს ორი ამოცანა ჩვენს თანაგუნდელებთან ერთად. ერთი ის, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივიღოთ და მეორე ის, რომ რუსული რეჟიმის დემონტაჟი მოვახდინოთ. ამიტომ, არ მაინტერესებდა, არ მაინტერესებს და არც მომავალში დამაინტერესებს მსგავსი განცხადებები, რადგან არ ვთვლი, რომ ამ კინკლაობაში უნდა ჩავერთო. ეს ჩემი საქმე არაა. დანარჩენი – საზოგადოებამ გადაწყვიტოს, ვინ ვინაა, როგორ საქმეს აკეთებს, სად დგას. არ ვაპირებ ამ კინკლაობაში შესვლას“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

იტვირთბა....