პალესტინური მხარის ინფორმაციით, ისრაელმა ღაზის სექტორში, სკოლაზე შეტევა განახორციელა, დაღუპულია, სულ მცირე, 15 ადამიანი.
თავდასხმის შესახებ ისრაელის სამხედროებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.
მანამდე, ღაზის მთავარ საავადმყოფოსთან, ალ-შიფასთან სასწრაფო დახმარების ავტომობილზე თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 13 ადამიანი დაიღუპა.