“ღაზაში სასწრაფო დახმარების მანქანებზე განხორციელებული შეტევით შეშფოთებული ვარ” – ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა.
,„საავადმყოფოს გარეთ, ქუჩაში მოფენილი ცხედრების ნახვა შემზარავია“ – აღნიშნა მან.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა შეტევა დაადასტურა და განმარტა, რომ სასწრაფო დახმარების მანქანებს „ჰამასი“ იყენებდა.