ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ეს არის პოლიტიკური აღსასრულის წინაშე მდგარი პარტია” – სარჯველაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“

“ეს არის პოლიტიკური აღსასრულის წინაშე მდგარი პარტია” – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ განაცხადა.

“სერიოზული პრობლემები აქვთ, რომლის სხვადასხვა სიმპტომს ვხედავთ, მაგრამ რა თქმა უნდა, დიაგნოზი გაცილებით სიღრმისეულია. რეალურად, ეს არის პოლიტიკური აღსასრულის წინაშე მდგარი პოლიტიკური პარტია. ფაქტია, რომ არავითარი იდეოლოგია, მიზეზი, გამაერთიანებელი ფაქტორები ამ პოლიტიკურ პარტიაში არ დარჩა ცალკეული ადამიანების ვიწროპარტიული სურვილების გარდა, რომ რაღაც ფორმით და ძალით დააკმაყოფილონ ოლიგარქიული ინტერესები, რომლებიც პოლიტიკური პარტიის არაფორმალურ მმართველებად გვევლინებიან, მათი ინტერესები გაატარონ და შეძლონ, რომ ხელისუფლებაში რაღაც ფორმით დაბრუნება მოახერხონ. ესეც სჭირდებათ იმისთვის, რომ გარკვეული მერკანტილური ინტერესები დაიკმაყოფილონ. ამ ფონზე, მე მგონი, ყველასთვის გასაგებია, რომ დაპირისპირება გასცდა უკვე იმ ეტაპსაც, რასაც ჰქვია კულმინაცია. ალბათ ახლოვდება მომენტი, როდესაც უნდა ვიხილოთ კვანძის გახსნა. კვანძის გახსნა კი, იქნება ის, რომ გარკვეული ნაწილი ამ პოლიტიკური ნაწილიდან გავა, გასვლის შედეგად რომ ის ხალხი ერთმანეთის ოპონენტი იქნება, ესეც მე მგონი, ყველასთვის ნათელია” – აცხადებს სარჯველაძე.

იტვირთბა....