ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მიშამ თქვა და გააკეთე, არ არის გზა, რომლითაც მე დავდივარ” – ნიკა მელია

მიშამ თქვა და გააკეთე, არ არის გზა, რომლითაც მე დავდივარ – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

“მიშამ ხომ გითხრათ, წადითო და წადით რა, ამ ხალხის საყურადღებოდ, „თქვა და გააკეთე“ არ არის გზა, რომლითაც მე დავდივარ, მით უმეტეს, არ მივიღებ ამ მოწოდებას მათგან, ვინც უცნაური ტრაექტორიით იმოძრავა, ხელი მოეცარა და დაბრუნდა.
მიშამ ისიც თქვა: ვაშაძეს მოშივდაო, ამიტომ წავიდა და ბიძინას საქმე აკეთაო… ბნელ მხარეს გადავიდაო.
რა აკეთა და რა როლი შეასრულა კონკრეტულ პროცესებში, ბევრს გვახსოვს…
ახლა კი გაუგებარია იმ ხალხის მოწოდება, რომელიც, მიშას თქმით, მოშიებულ, გადამხტარ, გამძღარ და მობრუნებულ შტაბის უფროსთან ერთად დადის და ამ ხალხს – პარტიას, მათ სამართლიან კრიტიკას კი ლანძღვას ეძახის…
სანამ ვინმეს რამეს მოუწოდებთ, სანამ სხვის თვალში ბეწვს დაინახავთ, საკუთარ თავს შეხედეთ გვერდიდან, ამომრჩევლის ან პარტიის რიგითი წევრის თვალით“ – წერს მელია სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....