ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ნიკა მელია, როგორც ჩანს, მძიმედ აღიქვამს იმას, რომ ხაბეიშვილთან კონკურენციის დროს წარმატებას ვერ მიაღწია” – მანჯგალაძე

ნიკა მელია, როგორც ჩანს, მძიმედ აღიქვამს იმას, რომ ხაბეიშვილთან კონკურენციის დროს წარმატებას ვერ მიაღწია – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

“ნიკა მელიაზე ნიშნის მოგებით არ ვსაუბრობ. ის მართლა გამორჩეული ლიდერია. არ დამავიწყდება, „გავრილოვის ღამეს“, ბევრმა ლიდერმა ტრიბუნასთან ასვლა რომ ვერ გაბედა, ნიკა მელია ავიდა ტრიბუნასთან და სწორედ ხალხის გვერდით იდგა. ეს არ დამვიწყებია, მაგრამ განცხადებებში, რაც გუშინ მოვისმინე [მელიას ინტერვიუში], ყველა ორი წინადადების შემდეგ კეზერაშვილ-მერაბიშვილს ახსენებდა – ეს არ არის ის ნიკა მელია, ვისაც ვიცნობ და პატივს ვცემ. ნიკა მელიას, როგორც ჩანს, არ აქვს არჩევნების დიდი პრაქტიკა და იმას, რომ ლევან ხაბეიშვილთან კონკურენციის დროს წარმატებას ვერ მიაღწია, ძალიან მძიმედ აღიქვამს. მეწყინა ადამიანურად, რომ ნიკა მელიამ საუბრის 90% კეზერაშვილ-მერაბიშვილზე საუბარს დაუთმო და ამ დროს ივანიშვილი დაავიწყდა. დანარჩენი ნიკა მელიას და „ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტია“- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

იტვირთბა....