ნეპალში მიწისძვრას 130-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია 140 ადამიანი – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
მიწისძვრა პარასკევს, 23:47 საათზე მოხდა. გერმანიის გეომეცნიერებათა კვლევითმა ცენტრმა მიწისძვრა 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრით შეაფასა.
როგორც ცნობილია, მიწისძვრამ ნეპალის დასავლეთ რაიონში სახლები დაანგრია და მისგან გამოწვეული ბიძგები მეზობელ ინდოეთშიც იგრძნობოდა.