პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, მიხეილ დაუშვილი გამოეხმაურა გია ცეცხლაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ის პარტიას ტოვებს, რადგან გახარია თაღლითია.
„მე არ ვარ დარწმუნებული, რომ დღეს წავიდა იმიტომ, რომ 2 წელია არავის გვინახავს ეს ადამიანი და მე არ ვფიქრობ რომ დღეს წავიდა, დიდი ხანია წასულია. 2 წელი დასჭირდა იმის მისახვედრად, რომ ჩვენ ბიძინა ივანიშვილის პროექტი არ ვართ, თუ თავი ოცნებაში ეგონა მაგას ოდესმე, მაშინ უფრო მალე უნდა წასულიყო. გამოვრიცხავ ახლა ეს ადამიანი კონკრეტულად მოისყიდეს თუ არ მოისყიდეს, მე ვერ გეტყვით, მაგრამ ზოგადად ჩვენი რიგებიდან წასულებს შორის ბევრი იყო ვისზეც განხორციელდა ზეწოლა, მუქარა, ხშირ შემთხვევაში მოსყიდვა”, – აღნიშნა დაუშვილმა.
გია ცეცხლაძის პოსტს გაეცანით ბმულზე

