Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმ, ტიმ ქუკმა გუშინ წარადგინა ახალი პროდუქტი, iphone-ს შემცრიებული, უფრო პატარა ვერსია, სახელწოდებით – iPhone SE.
აქამდე კომპანია Apple-ს მარკეტინგული სლოგანი იყო, უფრო თხელი, უფრო სწრაფი, უფრო დიდი. სწორედ ამის გამო iphone წლების განმავლობაში იცვლებოდა და მისი ზომა 9 სანტიმეტრიდან 14 სანტიმეტრამდე გაიზარდა. თუმცა Apple ახლა საწინააღმდეგო მიმართულებით წავიდა და მოხმარებელს შესთავაზა ახალი iPhone, რომელიც უფრო მცირე ზომისაა, ვიდრე მისი წინამორბედები.
ახალი iPhone SE ჰგავს iPhone 5S-ს, რომელიც apple-მა 2014 წელს გამოუშვა და რომლის ზომაც 10 სანტიმეტრი იყო. მაგრამ iPhone SE-ს პროცესორი და გრაფიკა iPhone 6S-ისაა.
iPhone SE-ში მოთავსებულია Apple-ის A9 ჩიპი, რომელიც აორმაგებს iPhone5S -ის სიჩქარეს. მას შეუძლია გამოიყენოს Hey Siri – ხმის ასისტენტი. გააჩნია 12 მეგაპიქსელიანი კამერა და იღებს 4K ხარისხის ვიდეოს. აგრეთვე გააჩნია NFC ჩიპი, ამიტომ ტელეფონს შეუძლია Apple Pay -სთან მუშაობა. უფრო პატარა iPhone-ის გამოჩენა არის მცდელობა, რომ მომხმარებლებს მიეცეთ შესაძლებლობა ისარგებლონ ჯიბის მოწყობილობით. გასულ წელს Apple-მა გაყიდა 30 მილიონი ტელეფონი, რომლის ზომაც იყო 10 სანტიმეტრი და უფრო პატარა. Apple -ის მომხმარებელთა უმრვლესობა იყო 10 და 14 სანტიმეტრიანი სმარტფონების განახლების წინააღმდეგი.
16 GB iPhone SE -ს ფასი 399 დოლარიდან იწყება. ახალი პროდუქტი ხელმისაწვდომი 31 მარტიდან იქნება.
Apple-მა ასევე წარადგინა ახალი iPad Pro, ახალი Apple Watch და კომპანიის ზოგიერთი პროგრამული განახლება.