წმინდა სინოდის სხდომა დასრულა.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
„მიმოხილული იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი ტაძრების მდგომარეობა, იმ ეპარქიების მდოგომარეობა, სადაც ოკუპაციის ხაზი გადის. მიმოხილული იყო მაღალმთიან რეგიონებში განთავსებული ეპარქიები. ზოგადად იყო ვითარებები განხილული, რაც ჩვენი რეგიონის ახლომახლო და სამეზობლოდ ხდება. მიმდინარე საკითხები იყო, რაც საეკლესიო თემებს ეხება, მათ შორის იყო ლიტურგიკული საკითხებიც. ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმი იყო, ძირითადად შიდა საეკლესიო საკითხები“, – თქვა დეკანოზმა.

