ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ბოლო დღეებში ოპოზიციისგან ერთიანი გზავნილი ისმის, რომ სტატუსი გვჭირდება დღეს და არავითარი ხვალ, არჩევნების შემდეგ” – სამნიძე

ბოლო დღეებში ოპოზიციისგან ერთიანი გზავნილი ისმის, რომ სტატუსი გვჭირდება დღეს და არავითარი ხვალ, არჩევნების შემდეგ – ამის შესახებ პარლამენტარმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

“ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ქვეყანაშია, არის ანტიდასავლური რიტორიკა და თავდასხმა ყველა დემოკრატიულ ღირებულებაზე. სტატუსის მიღებაზე მთავარი პასუხისმგებლობა აქვს „ქართულ ოცნებას“ და ნუ ავიწყდებათ, რომ ამ პროცესში არა მხოლოდ 12 რეკომენდაციის შესრულებაა მნიშვნელოვანი, არამედ პოლიტიკური ვითარებაც არის ფაქტორი. ამის მიუხედავად, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი გეოპოლიტიკური და პოლიტიკური ფაქტორის თვალსაზრისით. ჩვენი პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანია, ეს ქვეყანა რუსეთის პირისპირ არ დარჩეს. ამიტომ მოლოდინი მაქვს, რომ სერიოზული დათქმებით, მაგრამ მაინც, ქვეყანა სტატუსს მიიღებს.
სწორი იყო, როცა მე და ხატია დეკანოიძემ გავაჟღერეთ ის პრობლემები, რასაც ვხედავდით. მნიშვნელოვანია, როგორია ოპოზიციის ერთიანი გზავნილი და ამიტომ ოპოზიციას ერთიანი გზავნილი უნდა ჰქონდეს. სწორედ ამიტომ დელეგაციები ხვდებიან როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას. ამაზე მეტის თქმის აუცილებლობას ვერ ვხედავ. ჩემთვის მთავარი იყო და არის, რომ ერთიანი გზავნილი ისმოდეს. ვფიქრობ, ბოლო დღეებში ოპოზიციისგან ერთიანი გზავნილი ისმის – სტატუსი გვჭირდება დღეს და არავითარი ხვალ და არჩევნების შემდეგ. რასაც ვამბობდით, იმავეს ვიმეორებ – იყო შემთხვევები, როცა კონკრეტული პოლიტიკური მოთამაშეები დახურულ კარს მიღმა სხვა გზავნილს აჟღერებდნენ და საჯაროდ სხვა რამეს ამბობდნენ. ჩვენი მიზანია, ეს შეწყდეს და ოპოზიციის ერთიანი გზავნილი ისმოდეს – სტატუსი გვჭირდება დღეს და არა ხვალ, არჩევნების შემდეგ. ბევრი დისკუსიიდან თავადაც ნახავდით, რომ ძალიან ხშირად სტატუსის მიღებას ელექტორალურ კალკულაციებს უკავშირებენ, რაც მიუღებელია, რადგან სტატუსს არ აქვს პარტიული კუთვნილება. ეს ქვეყნისთვის არის უმნიშვნელოვანესი საკითხი. ეროვნულ ინტერესში უნდა დავინახოთ და არა ელექტორალური კალკულაცია“ – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

იტვირთბა....