ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“მთელი ღამე სროლა იყო, ვერ ვიძინებთ შიშით” – მორიგი გატაცება საოკუპაციო ხაზიდან

რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, მევლუდ ლაღოშვილი უკანონოდ დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს. ოკუპანტებმა ის სოფელ ტახტისძირის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს. ლაღოშვილი საქონელს მწყემსავდა.

ადგილობრივების განცხადებით, გუშინ მთელი ღამის განმავლობაში სროლის ხმა ისმოდა – „მთელი ღამე სროლა იყო, ვერ ვიძინებთ შიშით, სოფელში ხალხი შეშინებულია“.

გატაცებული ლაღოშვილის ოჯახის წევრები ქარელის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან.

იტვირთბა....