ფარისევლური ბოდიში, რომელიც თითქოს გაისმა, არაფერს ნიშნავს – ამის შესახებ პარლამენტარმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
“მე არ შემიძლია, რომ დღევანდელი დღე დაიწყოს ჩვეულებრივად, ისე, თითქოს, გუშინ არაფერი მომხდარა და ის ფარისევლური ბოდიში, რომელიც მოიხადა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ იყოს მიღებული. მოვითხოვ და ვფიქრობ, ამაში ჩემი კოლეგებიც შემომიერთდებიან, რომ ბერაია, ადამიანი, რომელმაც საქართველოს პარლამენტის ქალ დეპუტატს, თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფა მიაყენა, დაუყოვნებლივ გადაყენებულ იქნას თანამდებობიდან. ის, რაც გუშინ აქ მოხდა, არ არის ჩვეულებრივი ამბავი, ეს არის მთელი ჩვენი საზოგადოების შეურაცხყოფა. ის ფარისევლური ბოდიში, რომელიც რომელიც აქ, გუშინ, თითქოს გაისმა, არ ნიშნავს რამეს“ – განაცხადა დეკანოიძემ.