სად მიდის ნიკა გვარამია და როდის გამოაცხადებს გადაწყვეტილებას – „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ აშშ-ში ვიზიტიდან დაბრუნების შემდეგ ის მის გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.
ნიკა გვარამიას თქმით, სწორედ აშშ-ში ჩასვლის და ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის მხრიდან მისთვის მინიჭებული ჯილდოს გადაცემის შემდეგ ჟურნალისტურ კარიერას დაასრულებს და საზოგადოებას გადაწყვეტილებას გააცნობს.
მე მივდივარ ბრიუსელში 7-ში,8-ში იქ ვარ, როცა უნდა გამოცხადდეს სტატუსთან დაკავშირებით ანგარიში და მერე მივდივარ აშშ-ში, სადაც მაქვს დაჯილდოება – ჟურნალისტიკის ოსკარი და ეს იქნება ჩემი ჟურნალისტური საქმიანობის მწვერვალი.
ამით დავასრულებ ჩემს საქმიანობას ჟურნალისტიკაში – სატელევიზიო ეთერი მექნება, ოღონდ „მთავარი ჭკვიანის“.
ეს პროფესია ჩემთვის პოლიტიკური პატიმრობით დასრულდა, თუმცა ეს დიდი პატივია ჩემთვის, ამ ხელისუფლების პოლიტიკური პატიმრობა, ვუსურვებ ყველა პოლიტიკურ პატიმარს გამოსვლას, პირველ რიგში, მიშას, სხვებიც არიან – ლაზარე გრიგორიადის, სხვებიც არიან.
ვუსურვებ ქართველ ხალხს გამარჯვებას იმგვარ ხელისუფლებაზე, რომელიც არ დაასრულებს არასდროს პოლიტიკური პატიმრების მოგროვებას, ვაპირებ ქართველ ხალხს ამგვარი ხელისუფლების დასრულებაში დავეხმარო,“ – ამბობს ნიკა გვარამია.