„აფეთქება მოხდა ბრიუსელის აეროპორტში. ეს იყო კატასტროფა. სრული პანიკაა აეროპორტში“- ამის შესახებ სოციალურ ქსელში „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა წერს და ფოტოს აქვეყნებს.
როგორც ჟურნალისტი ამბობს, ბრიუსელის აეროპორტში აფეთქება, მის თვალწინ რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
ამის შესახებ წერს skynews-იც, სადაც ნათქვამია, რომ ბრიუსელის აეროპორტში ორი ძლიერი აფეთქების ხმა იყო.
ამ დროისთვის ცნობები აფეთქების გამომწვევ მიზეზებსა და დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება. „მეტრონომი“ ამ საკითხზე ინფორმაციას მოგვიანებით კიდევ მოგაწვდით.
ქეთევან ქარდავას ფოტო