“კარგია, ევროპელები გვერდში გვიდგანან, თუმცა ცალი ფრთით ვერ გავფრინდებით” – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
“კარგია, ევროპელები გვერდში გვიდგანან, თუმცა ცალი ფრთით ვერ გავფრინდებით. იმისთვის, რომ გავფრინდეთ, გვჭირდება მეორე ფრთა, ხელისუფლების ნება და ეს არ გვაქვს. რამდენად გავფრინდებით ცალი ფრთით, ვნახავთ 8 ნოემბერს.
ერთი ფაქტორი არის, გეოპოლიტიკური ინტერესი, ევროპის გაფართოება, ეს პოლიტიკა დაწყებულია. შესაძლებელია რუსეთის დასასჯელად და იმისთვის, რომ რუსეთმა არ იფიქროს, ევროპამ საქართველო მიატოვა, ამიტომ მოგვცენ კანდიდატის სტატუსი” – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.