“მძევლების სახლში დასაბრუნებლად ყველაფერს ვაკეთებთ” – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის სპიკერმა დანიელ ჰაგარმა განაცხადა.
“მძევლების სახლში დასაბრუნებლად ყველაფერს ვაკეთებთ. ახლა მთავარი სწორედ ესაა”, – ამბობს ჰაგარი.
ცნობისთვის, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო და მას ოპერაცია “ალ-აკსას შტორმი” უწოდა.