პარლამენტარი თეონა აქუბარდია ჩინეთში სარტყლისა და გზის ფორუმის ფარგლებში გამართულ ბანკეტს გამოეხმაურა, სადაც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი და საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი იმყოფებოდნენ.
„პირველ რიგში, ეკონომიკის მინისტრისგან მოვითხოვ, განმარტოს, ნამდვილად იყო თუ არა იგი დარბაზში და თუ ის იყო, ეს არ არის მხოლოდ ეკონომიკის მინისტრის პასუხისმგებლობა, ეს არის პრემიერ ღარიბაშვილის და მთლიანად მთავრობის პასუხისმგებლობა, რადგან ბატონი დავითაშვილი დამოუკიდებლად ვერ გადაწყვეტდა, რომ ოკუპანტი სახელმწიფოს ლიდერის გამოსვლისას ის დარბაზში ყოფილიყო. აქ ელემენტარულ ღირსებაზეა საუბარი, რომ უნდა ამდგარიყო და გამოსული დარბაზიდან“, – აღნიშნავს აქუბარდია.
შეგახსენებთ, ჩინეთში სარტყლისა და გზის ფორუმის ფარგლებში გამართულ ბანკეტს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილიც დაესწრო.
ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ დავითაშვილი საქართველოს ელჩთან, არჩილ კალანდიასთან ერთად პუტინის სიტყვის გამოსვლასაც დაესწრო.
ვლადიმერ პუტინის გარდა შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და კრემლის სპიკერი დმიტრი პესკოვიც ესწრებოდნენ.

