ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

წარმოდგენაც არ შემიძლია,„საქართველოს წარმომადგენელი როგორ შეიძლება იჯდეს პუტინთან ერთად“ – ხატია დეკანოიძე

პარლამენტარი ხატია დეკანოიძე ჩინეთში სარტყლისა და გზის ფორუმის ფარგლებში გამართულ ბანკეტს გამოეხმაურა, სადაც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი და საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი იმყოფებოდნენ.

„ამ ღონისძიებაზე რომ იქნებოდა ვლადიმერ პუტინი, იცოდა ყველამ. რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამ ღონისძიებაზე არ უნდა ყოფილიყვნენ. მე წარმოდგენაც არ შემიძლია, საქართველოს წარმომადგენელი როგორ შეიძლება იჯდეს პუტინთან ერთად ერთ დარბაზში. მაგრამ ასეა, როდესაც დარჩენილი ხარ რუსეთთან კეთილმეზობლური პოლიტიკის და ჩინეთის ინვესტიციების იზოლაციაში მარტო. ყოველგვარი პასუხისმგებლობის, სინდისის, სამშობლოს სიყვარულის, უკრაინის მიმართა დამოკიდებულების, ჩვენი ოკუპაციის მნიშვნელობის მიუხედავად, შეგიძლია და დაჯდე ამ ადამიანთან ერთად?“, – აღნიშნა დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, ჩინეთში სარტყლისა და გზის ფორუმის ფარგლებში გამართულ ბანკეტს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილიც დაესწრო.

ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ დავითაშვილი საქართველოს ელჩთან, არჩილ კალანდიასთან ერთად პუტინის სიტყვის გამოსვლასაც დაესწრო.

ვლადიმერ პუტინის გარდა შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და კრემლის სპიკერი დმიტრი პესკოვიც ესწრებოდნენ.

იტვირთბა....