გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ღაზაში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუცია მიიღო, მაგრამ მას ისრაელი არ ეთანხმება.
“ჩვენ პირდაპირ უარვყოფთ გაეროს გენერალური ასამბლეის საზიზღარ მოწოდებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ისრაელი აპირებს ჰამასის ლიკვიდაციას ისევე, როგორც მსოფლიო გაუმკლავდა ნაცისტებსა და ISIS-ს”, – აცხადებს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ელი კოენი.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ პარასკევს მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც მოუწოდებს საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას ისრაელსა და ჰამასს შორის ომში. რეზოლუციას მხარი 120-მა ქვეყანამ დაუჭირა, წინააღმდეგი კი 14 იყო, მათ შორის აშშ და ისრაელი. 45-მა ქვეყანამ თავი შეიკავა.