ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, ყავის სახლში ხანძარი გაჩნდა. აალება კარტოფილი “ფრის” შეწვის დროს მოხდა.
არსებული ინფორმაციით, დაშავებული თანამშრომელი კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.