ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გერმანია უკრაინას სამხედრო დახმარებას გადასცემს – რას მოიცავს ახალი პაკეტი

გერმანის მთავრობა უკრაინას სამხედრო დახმარების კიდევ ერთ პაკეტს გადასცემს. აღნიშნული დახმარების პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობას, საბრძოლო მასალას და ჯავშანტრანსპორტიორებს.

ასევე, ცნობილია, რომ დახმარების ახალ პაკეტში შედის:

ოთხი ჯავშანტრანსპორტიორი;
საშუალო დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემა IRIS-T;
რაკეტები IRIS-T SLS კომპლექსებისთვის;
რადარი TRML-4D-სთვის;
საბრძოლო მასალა MARS II მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები სისტემებისთვის;
რვა VECTOR სადაზვერვო დრონი;
ოთხი GO12 რადარი;
ხუთი დრონი;
სასაზღვრო სამსახურის ექვსი მანქანა;
10 000 უსაფრთხოების სათვალე;
ოთხი 8×8 ტრაქტორი და ოთხი ნახევრადმისაბმელი;
155 მმ-იანი საბრძოლო მასალა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გამოაცხადა უკრაინისთვის ზამთრის სამხედრო დახმარების პაკეტის მომზადება, რომლის მთავარი ელემენტი საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობა იქნება.

იტვირთბა....