ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტზე მუშაობს” – ლეიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სანქციების ახალ პაკეტზე G7-ის ქვეყნებთან ერთად მუშაობენ.

“რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტის მომზადების პროცესში ვართ. ვატარებთ კონსულტაციებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. განვიხილავთ, როგორ შევამციროთ დარჩენილი შემოსავალი, რომელსაც რუსეთი ევროპაში და მის პარტნიორებთან ბრილიანტის ექსპორტიდან იღებს… ევროკავშირს სურს გააძლიეროს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ უკვე შემოღებული ზომების ეფექტურობა,” – თქვა ლეიენმა.

ასევე, როგორც უკრაინული მედია წერს, G7-ის ქვეყნები ოქტომბრის ბოლომდე გამოაცხადებენ რუსული ბრილიანტის იმპორტის შეზღუდვის მექანიზმს, რის შემდეგაც ევროკავშირი დაუყოვნებლივ დაასრულებს წინადადებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტის შესახებ.

იტვირთბა....