ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ღაზის სექტორში დაღუპულთაგან 40% ბავშვია. ინფორმაციას ორგანიზაცია „ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წუხელ, ისრაელელებმა განაცხადეს, რომ მათ მოკლეს “ჰამასის” უფროსი მეთაური, სახელად შადი ბარუდი – ის იყო ჰამასის მეთაურის მოადგილე, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა 7 ოქტომბრის თავდასხმების მომზადებაში.
ღაზაში 1 000 ადამიანს ესაჭიროება დიალიზი, 30 ბავშვი იმყოფება ინკუბატორში და ასევე სიმსივნით დაავადებულ 2 000 ადამიანს დაუყოვნებლივ დახმარება სჭირდება. ეს ყველაფერი კი შეუძლებელი ხდება, რადგან საავადმყოფოების გენერატორები საწვავის გარეშე ვერ მუშაობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლების ცნობით, საავადმყოფოებში, რომლებიც მუშაობენ, საშინელი მდგომარეობაა და ხშირად პაციენტებს ოპერაციებს დერეფნებში, ანესთეზიის გარეშე უტარებენ.