ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გამოვიდა, რომ „მაუწყებლობის კანონი“ მიიღეს ტყუილი არგუმენტით, რომ ევროპელები გვთხოვენ” – იაგო ხვიჩია

გამოვიდა, რომ „მაუწყებლობის კანონი“ მიიღეს ტყუილი არგუმენტით, რომ ევროპელები გვთხოვენ – ამის შესახებ პარტია “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

“ზოგადად, არ გამოვრიცხავ, “ქართულმა ოცნებამ” ევროკავშირი და მათი რომელიმე წარმომადგენელი შეცდომაში შეიყვანა, თითქოს კარგ კანონს იღებდნენ, რადგან „ტვინი შეჭამეს“ ამ კანონის განხილვის დროს, რომ ეს ყველაფერი ევროპის 12 – პუნქტიან გეგმაში წერია და ა.შ.. საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ არავის მოუთხოვია ამათთვის სიძულვილის ენის თუ განსაკუთრებით, უხამსობის ასეთი ტიპის რეგულირება. გამოვიდა, რომ კანონი მიიღეს ტყუილი არგუმენტით, რომ ევროპელები გვთხოვენო. გამოვიდნენ ევროკავშირის წარმომადგენლები ჩვენთან და თქვეს, რომ მათ ეს არ მოუთხოვიათ. ჩემი აზრით, რაც უნდა გაკეთდეს, რა დაჩქარებული წესითაც მიიღეს ეს კანონი, იმ დაჩქარებული წესით უნდა გაუქმდეს, რადგან მთავარი არგუმენტი გამოეცალა ამ კანონის მიღებას” – განაცხადა ხვიჩიამ.

იტვირთბა....