ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“მსოფლიოში საქართველო ალბათ ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც თანაბარი ნდობა აქვს როგორც სომხეთის, ასევე აზერბაიჯანისგან” – სამხარაძე

“მსოფლიოში საქართველო ალბათ ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც თანაბარი ნდობა აქვს როგორც სომხეთის, ასევე აზერბაიჯანისგან” – აღნიშნულის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

“ჩვენ ჩვენს ძალისხმევას არ დავაკლებთ იმას, რომ ეს ისტორიული მოვლენა თბილისში შედგეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკვე აქტიურად ჩართულია ამ პროცესში და ვხედავთ, რომ პირველი ნიშნები უკვე სახეზეა. რამდენიმე ხნის წინ თბილისში, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს, რომ ორი მეგობარი და მეზობელი ქვეყანა ძალიან მალე ერთმანეთს დაუზავდეს, სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოაწერონ, რადგან ეს იქნება კარგი მთლიანად კავკასიის რეგიონისთვის“ – აღნიშნა სამხარაძემ.

იტვირთბა....