ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი ქსავიე ბეტელი აცხადებს, რომ პუტინთან ვიქტორ ორბანის ხელის ჩამორთმევა უკრაინელებისთვის შუა თითის ჩვენებაა.
“მე უნდა გითხრათ, რომ რაც გუშინ ვთქვი, კვლავ სიმართლეა – ის, რაც ორბანმა გააკეთა პუტინთან, არის შუა თითის ჩვენება ყველა სამხედროსთვის, ყველა უკრაინელისთვის, რომლებიც ყოველდღიურად იღუპებიან და იტანჯებიან რუსეთის თავდასხმების გამო“ – აღნიშნა ლუქსემბურგის პრემიერმა.