ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ახალი მუქარა: პირადი ცხოვრების კადრების გასაჯაროება ისევ დაანონსდა

მუქარის წერილი მივიდა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს facebook გვერდზე. ავტორები იმუქრებიან, რომ მარტის ბოლომდე სხვადასხვა პირის პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეო კადრებს გაავრცელებენ – ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ წერს.

შეტყობნებიდან რამდენიმე წუთში წერილის ავტორის facebook გვერდი გაუქმდა. მუქარის შემცველი წერილის შესახებ მაუწყებელმა უკვე აცნობა შესაბამის სამსახურებს. სამართალდამცველებმა  არხის ვებ გვერდის რედაქტორიც დაკითხეს.

შეგახსენებთ, რომ ანალოგიური წერილი მანამდე მიიღო „რუსთავი 2-მაც“. როგორც ვებ-გვერდის მთავარმა რედაქტორმა ნოდარ მელაძემ აღნიშნა, წერილი მასაც „ფეისბუქის“ საშუალებით მიუვიდა. ცნობისთვის, ორჯერ გამოქვეყნდა პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, რომელზეც გამოძიება მიმდინარეობს და ამ ეტაპზე, 5 პირია დაკავებული.

იტვირთბა....