ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დროა, რომ ქართველებმა გააგრძელონ და გააფართოვონ ფლეშმობები სოციალურ ქსელებში” – სააკაშვილი

“დროა, რომ ქართველებმა გააგრძელონ და გააფართოვონ ფლეშმობები სოციალურ ქსელებში” – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ჩართვისას განაცხადა.

“მინდა, მივმართო ყველა პოლიტიკურ ძალას, შემდეგი არჩევნები ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები საქართველოს ისტორიაში 1990 წლის შემდეგ. 1990 წელს კომუნისტურმა პარტიამ წააგო არჩევნები. „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო“ მოვიდა, სხვა ეროვნულ ძალებთან ერთად და მათ მოახერხეს საქართველოს საბჭოთა კავშირიდან დახსნა. ზუსტად ასეთივე გამოწვევების წინაშე ვართ დღესაც.

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ესენი არჩევნებით წასვლას არსად არ აპირებენ. ისინი წავლენ, როდესაც ჩვენ ვიმოქმედებთ ერთმანეთთან შეთანხმებით. ამ სისტემის შეცვლას უნდა მივაღწიოთ ყველამ ერთად. არ გვჭირდება ერთ პარტიაში ყოფნა, არ გვჭირდება, ერთმანეთთან დავაქორწინოთ სხვადასხვა პარტიები, პოლიტიკური ჯგუფები თუ პიროვნებები, ჩვენ უბრალოდ გვჭირდება, რომ მივაღწიოთ სისტემის შეცვლას ერთობლივი ქმედებებით. უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ევროკავშირმა მოახდინოს არჩევნების მონიტორინგი, ხმების დათვლაში პირდაპირი ჩართვა და მონაწილეობა.

ჩვენ ევროკავშირს უნდა მივმართოთ თხოვნით, სტატუსიდან გამომდინარე, გაგვიხსნან ახალი საარჩევნო უბნები, რათა ემიგრანტები მივიდნენ და მისცენ ხმა. ჩემი თხოვნით წავიდნენ ვაშაძე, ცისკარიშვილი, ბოკუჩავა და ამერიკაში ხვდებიან ხალხს, სოფო ჯაფარიძე ევროპაში ხვდებოდა ხალხს. ჩვენ გვჭირდება ათჯერ მეტი ამომრჩევლის მოყვანა საზღვარგარეთ.

დროა ასევე, რომ ქართველებმა გააგრძელონ და გააფართოვონ ფლეშმობები სოციალურ ქსელებში. დაუკავშირდნენ ერთმანეთს. ყველაფერს აქვს აზრი. არ არის ეს ძლიერი რეჟიმი. ამაზე ათჯერ უფრო ძლიერი რეჟიმები მოშორებულან. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამას მივაღწევთ” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

იტვირთბა....