ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მე არ მჯერა ნახევარნათქვამების, თუ ამბობ, ვიღაც ასე იქცევა, ბოლომდე უნდა თქვა, ამას მოვუწოდებდი სამნიძეს და დეკანოიძეს” – ჰერმან საბო

“მე არ მჯერა ნახევარნათქვამების, თუ ამბობ, ვიღაც ასე იქცევა, ბოლომდე უნდა თქვა, ამას მოვუწოდებდი სამნიძეს და დეკანოიძეს” – ამის შესახებ პარტია “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა ჰერმან საბომ განაცხადა.

“ვინმე თუ ცუდ მდგომარეობაშია ან ჩადგება, ალბათ იქნება მხოლოდ ის ხალხი, ვინც მთელ თავის საარჩევნო კამპანიას, პოლიტიკურ იმიჯს ქმნიდა არა შინაარსზე, არამედ რაღაც სიტყვების სროლაზე – აქეთ რუსეთია, იქით ევროპა, ამ რაღაც დაპირისპირებაზე. ოპოზიციას მოუწევს ის, რასაც „გირჩი“ დიდი ხანია, აკეთებს, რომ შინაარსზე ააგონ. იმ ადამიანებმა, რომლებიც შინაარსზე, თემებზე, გამოსავლის გზებზე არ საუბრობენ და აქამდე ამბობდნენ, რომ ჩვენ ევროპა ვართ, შეიძლება, ეს მესიჯბოქსი მარტივად ვეღარ გაატარონ. საქმის კეთება მოუწევთ, მარტივი სიტყვების ძახილის ნაცვლად.

არასამთავრობო სექტორი რაღაც ერთიანი ორგანიზმი ხომ არ არის, შეიძლება, განსხვავებული პოზიციები, თავიანთი იდეოლოგიური მიზნები ჰქონდეთ, ვიღაც მართლა ხალხის დახმარებით და ფულის სწორად დახარჯვით იყოს დაკავებული, რომელიც მოდის ევროპიდან. შეიძლება, ვიღაცებს ვურჩიოთ, თითქმის პოლიტიკოსებივით იქცევიან და პოლიტიკაში მოვიდნენ, ეს უფრო გასაგებს გახდიდა სიტუაციას“, – განაცხადა ჰერმან საბომ.

იტვირთბა....