ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საქართველოში, მცირე გამონაკლისის გარდა, ოპოზიცია არ არსებობს და რევოლუციურ კომიტეტშია გაერთიანებული” – ვოლსკი

“საქართველოში, მცირე გამონაკლისის გარდა, ოპოზიცია არ არსებობს და რევოლუციურ კომიტეტშია გაერთიანებული” – ამის შესახებ მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

“პოზიციაში დიდი განსხვავება არ არის. თავად ხათუნა სამნიძე და ხატია დეკანოიძეც ამბობენ, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ეკუთვნის ხალხს და არა მთავრობას, რაც იგივეა, ხალხს მოუწოდო, გადააგდე მთავრობა, ჩვენ აგვირჩიე და ჩვენ გავაკეთებთ იმას, რასაც პაატა მანჯგალაძე გვპირდება, რომ ორ-სამ დღეში არა თუ კანდიდატის, არამედ ევროკავშირის წევრის სტატუსს მივიღებთ.
ეს პრივიტივიზმი გამოჩნდა, სადაც ხათუნა სამნიძე და ყველა საერთო პოზიციაზე იდგა, თუმცა არ ვიცი, რამ განაპირობა მისი ეს გულახდილობა. შესაძლოა ხედავს თუ საით მიდის პროცესი და ცუდი გადაწყვეტილება რომ იყოს მიღებული, ხალხის წინაშე თავს გაიმართლებს, რომ თავად სტატუსის მიცემას მხარს უჭერდა, მაგრამ ასე მოხდა… შემდეგ რაღაც ახალ ზღაპრებს მოიგონებენ“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.

იტვირთბა....