ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“დაჟინებით მოვუწოდებ მათ, ვინც საქართველოსა და ქართველი ხალხის მეგობრად მიიჩნევს თავს, სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის დარღვევაში ხელი არ შეუწყონ” – პაპუაშვილი

“დაჟინებით მოვუწოდებ მათ, ვინც საქართველოსა და ქართველი ხალხის მეგობრად მიიჩნევს თავს, სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის დარღვევაში ხელი არ შეუწყონ” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

“პრეზიდენტის ყველა კეთილის მსურველს ვურჩევ, რომ მას ურჩიონ – არ გახსნას საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის პანდორის ყუთი. ეს ჩვენს ქვეყანას არ წაადგება და პირდაპირ წინააღმდეგობაში იქნება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ეროვნულ ინტერესებთან. ერთი კონსტიტუციური ორგანო სისტემატურად და განზრახ თუ დაიწყებს კონსტიტუციის დარღვევას, ეს იქნება პრეცედენტი, რომლის გადალახვაც ძალიან რთული იქნება, რადგან პრეცედენტებს აქვს ძალიან ცუდი თვისება, ერთხელ როცა დამკვიდრდება, შემდეგ შეიძლება, სხვასაც წაუცდეს ხელი, რომ დაარღვიოს კონსტიტუცია, თუკი, განსაკუთრებით, ასეთი მაღალი თანამდებობის პირისგან ხდება უპატივცემულობის გამოვლენა.

საქართველოსა და ქართველი ხალხის მეგობრად ვინც მიიჩნევს თავს, დაჟინებით მოვუწოდებ, სალომე ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაში ხელი არ შეუწყონ. სხვა ქვეყნებისგან ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემა გამოიხატება არა მხოლოდ და არა იმდენად ჩვენი ბუნების, კულტურის პატივისცემაში, არამედ უპირველეს ყოვლისა, საქართველოს სახელმწიფოსა და კონსტიტუციის მიმართ პატივისცემაში.

ჩვენს კულტურასა და ბუნებას ბევრი სცემს პატივს, მათ შორის ჩვენი არაკეთილმოსურნეებიც. პრობლემა მაშინ არის, როცა ჩვენს სახელმწიფოს და კულტურას პატივს არ სცემენ. ამიტომ, რა თქმა უნდა, ასეთი გამგზავრება თუ შედგება, მიმღები მხარე ქართველი ხალხისა და კონსტიტუციის მიმართ უპატივცემულობას გამოიჩენს, რაც არც მეგობრობასთან არის შესაბამისი და არც რაიმე სახის ღირებულებასთან. სალომე ზურაბიშვილს დაჟინებით მოვუწოდებ, არ დაარღვიოს კონსტიტუცია, რაც უკვე არის დადასტურებული ფაქტი“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

იტვირთბა....