ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თუ ვინმე ამბობს, რომ იმ პირობებში, როცა 12-დან 9 რეკომენდაცია შეუსრულებელია, ზუსტად იცის, სტატუსს მოგვცემენ, პოლიტიკური თაღლითია” – მანჯგალაძე

“თუ ვინმე ამბობს, რომ იმ პირობებში, როცა 12-დან 9 რეკომენდაცია შეუსრულებელია, ზუსტად იცის, სტატუსს მოგვცემენ, პოლიტიკური თაღლითია” – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

“ევროპელებმა მოგვცეს კონკრეტული სამოქმედო გეგმა რეკომენდაციების სახით და ახლა 12- დან 10 მაინც რომ იყოს შესრულებული, პირდაპირ გეტყოდით, რომ სტატუსს მივიღებთ, რადგან ევროპა განწყობილია, რომ ქვეყანას სტატუსი მისცეს, მაგრამ ისეთ პირობებში, როცა 3-ია მხოლოდ შესრულებული და 9 შეუსრულებელი, გვიწევს მარჩიელობა. თუ ვინმე ამბობს, რომ ასეთ პირობებში ზუსტად იცის, რომ სტატუსს მოგვცემენ, პოლიტიკური თაღლითია, რადგან არავინ იცის, ევროპის გაფართოების პოლიტიკა ახლა იქნება, ხვალ თუ ზეგ. მე მიჭირს პროგნოზი, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ მიუხედავად ხელისუფლების საბოტაჟისა, კეთილ ნებას გამოიჩენს ევროპა, ასევე, მათი პრაგმატული ინტერესიდან გამომდინარე, გადადგამენ ნაბიჯს, რათა საქართველო არ დარჩეს რუხ ზონად და იყოს ევროპის ნაწილი. იმედს ვიტოვებ, რომ ევროპელები გეოპოლიტიკიდან გამომდინარე მისცემენ საქართველოს კანდიდატის სტატუსს“ – განაცხადა მანჯგალაძემ

იტვირთბა....