გუშინ, გვიან ღამით თბილისში რუსეთის საელჩოსთან აქცია-კონცერტი გაიმართა. აქციის მონაწილეები რუსეთში დაკავებული უკრაინელი მფრინავის გათავისუფლებას ითხოვდნენ.
„თავისუფლება ნადიას“ – ამ ლოზუნგით აქციას „სუხიშვილების“ წევრებიც შეუერთდნენ, რომლებმაც რუსეთის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე ცეკვა „ხორუმი“ შეასრულეს.
ნადეჟდა სავჩენკო მოსკოვის სასამართლომ გუშინ დამნაშავედ ცნო. დღეს კი ცნობილი გახდება რა გადაწყვეტილებას გამოიტანს მოსამართლე სასჯელთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში თუ სასამართლო პროკურატურის მოთხოვნას გაიზიარებს ნადია სავჩენკოს 23 წლიანი პატიმრობა ემუქრება.