მავნებელი ოპოზიციის გარდა, ყველას დიდი სურვილი და საფუძვლიანი მოლოდინი აქვს, რომ კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებენ – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
“ჩვენმა მონაწილეობამ ფორუმებზე, ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარისა და ჩვენი სხვა ლიდერების შეხვედრებმა შედეგი გამოიღო. ამ ადამიანებმა, პირველ რიგში, გაიგეს, სინამდვილეში რა ხდება საქართველოში და არა ის მოდელირებული აპოკალიფსი, რომელსაც ე.წ. ქართული ოპოზიცია ავითარებს“ – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.