ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მინდა, საქართველოს და, უპირველესად, აფხაზებს მივულოცო აფხაზური ენის დღე” – სარჯველაძე

მინდა, საქართველოს და, უპირველესად, აფხაზებს მივულოცო აფხაზური ენის დღე – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

“მინდა, დღევანდელი ჩვენი კომიტეტის სხდომა დავიწყო სიტყვით – მშიბზია, რომელიც აფხაზურ ენაზე მისალმებას ნიშნავს. დღეს აფხაზური ენის დღე გახლავთ და მინდა, ყველას, მთლიანად საქართველოს და, უპირველესად, აფხაზებს მივულოცო ეს დღე. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის ძვირფასია აფხაზური კულტურა და, განსაკუთრებით, აფხაზური ენა“ – აღნიშნა სარჯველაძემ.

იტვირთბა....