“უკრაინის ომთან დაკავშირებით ევროკავშირის სტრატეგია „ჩავარდა“, საჭიროა ახალი გეგმის შემუშავება” – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
“დღეს ეს ყველამ იცის, მაგრამ ისინი ვერ ბედავენ ხმამაღლა თქმას, რომ ეს სტრატეგია ჩავარდა. აშკარაა, რომ ეს არ იმუშავებს. უკრაინელები ფრონტზე ვერ გაიმარჯვებენ, საჭიროა ახალი გეგმის შემუშავება“ – განაცხადა ორბანმა.