შოვის ტრაგედიაზე გამოძიებამ ვერაფერი დაადგინა და ვერავის ბრალეულობა ვერ გამოკვეთა – ასე პასუხობს დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ჟურნალისტების კითხვას.
„გამოძიება მიმდინარეობს. უმძიმესი იყო ეს მთელი საქართველოსთვის. ერთი ადამიანის, სამწუხაროდ, არასრულწლოვნის, ბავშვის ცხედარი ვერ ვიპოვეთ, დღესაც არიან ჯგუფები, ტექნიკა მუშაობს. გამოძიება მიმდინარეობს, ჯერ არ გამოკვეთილა ვინმეს ბრალეულობა, ექსპერტიზებიც დასამთავრებელია“, – განაცხადა გომელაურმა.