უმძიმესი დიაგნოზის მქონე ბავშვები ისევ მედიკამენტების მოლოდინში არიან. აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლებს ჯანდაცვის სამინისტრომ იმედი კიდევ ერთხელ გაუცრუა. მაისის აქციები შემდეგ მიღებული გადაწყვეტილება მედიკამენტ ვოზორიდიტის შემოტანასთან დაკავშირებით ისევ შეუსრულებელია. ირკვევა, რომ შესყიდვების ეროვნულმა სააგენტომ ათ მილიონიანი ბიუჯეტი მედიკამენტების შესაძენად დაამტკიცა, თუმცა, ამ დრომდე ქვეყანაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტი დაავადებულ 30-მდე ბავშვიდან არცერთს არ მიუღია. მშობლები არ გამორიცხავენ, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმას კიდევ ერთხელ მიმართონ.
იტვირთბა....