“საქართველოს რკინიგზა” აშშ-ს მიერ სანქცირებულ რუსულ კომპანიასთან თანამშრომლობს, – ამის შესახებ ყოფილი პარლამენტარი ირაკლი აბესაძე სოციალურ ქსელში წერს. ამასთან დაკავშირებით ის საქართველოს მთავრობას, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებს მიმართავს და სანქციების დარღვევაზე დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდებს.
სს “საქართველოს რკინიგზა” აშშ-ს მიერ სანქცირებულ რუსულ კომპანიასთან ОТКРЫТОЕ АКЦИОНЕРНОЕ ОБЩЕСТВО «ТИХОРЕЦКИЙ МАШИНОСТРОИТЕЛЬНЫЙ ЗАВОД В.В. ВОРОВСКОГО» თანამშრომლობს და მისგან 3 353 902 ლარის შესყიდვაზე კონტრაქტი შუამავალ ქართულ კომპანიასთან აქვს გაფორმებული.
სამწუხაროდ ეს ამერიკული სანქციების ასეთი აშკარად დადასტურებული დარღვევის პირველი შემთხვევაა.
ეს რუსული კომპანია ოთარ ფარცხალაძესთან ერთად 2023 წლის 14 სექტემბერს დასანქცირდა და 40 დღის შემდეგაც სს ,,საქართველოს რკინიგზა”-ს ეს კონტრაქტი არ გაუწყვეტია (შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ პლატფორმაზე არაფერია ატვირთული).
ქვეყნის ინტერესების დასაცავად აშშ-ს სანქციების დარღვევაზე დაუყოვნებლივი რეაგირებაა საჭირო, – წერს აბესაძე.