ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თუ შემდეგ არჩევნებში ხალხმა ვერ გაიმარჯვა, სამუდამოდ ჩაბეტონდება ოლიგარქის მმართველობა” – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს.

მიხეილ სააკაშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე წერს და ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდებს.

როგორც სააკაშვილი ამბობს, 2024 წლის არჩევნები მნიშვნელობით უტოლდება 1990 წლის არჩევნებს.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, არჩევნებთან დაკავშირებით მისი თხოვნით, ამერიკაში “გამარჯვების კოალიციის” დელეგაცია ხვდება დიასპორას. ასევე, სოფო ჯაფარიძე შეხვედრებს მართავს ესპანეთში და იტალიაში და სხვა ქვეყნებშიც ჩავა.

მომავალი არჩევნები თავისი მნიშვნელობით ისტორიულია და უტოლდება 1990 წლის არჩევნებს, როდესაც საქართველოში კომუნისტური პარტია დამარცხდა და გაიმარჯვა ეროვნულმა მოძრაობამ.

თუ შემდეგ არჩევნებში ქართველმა ხალხმა ვერ გაიმარჯვა, სამუდამოდ ჩაბეტონდება ოლიგარქის მმართველობა და ქართული სახელმწიფო დაჩქარებული ტემპით წავა დასასრულისკენ.

სწორედ ამიტომ, ამ არჩევნებში ყველა ქართველის მონაწილეობა გადამწყვეტია, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი.

ჩემი თხოვნით, ამერიკაში “გამარჯვების კოალიციის” დელეგაცია ხვდება დიასპორას – თინა ბოკუჩავა, პეტრე ცისკარიშვილი, გიორგი ვაშაძე არჩევნებთან დაკავშირებულ ღონისძიებების გაუწევენ კოორდინაციას, სოფო ჯაფარიძე ესპანეთში და იტალიაში ამავე მიზნით იმყოფებოდა, შემდეგი შეხვედრა ექნება შეერთებულ შტატებში, გერმანიაში, საბერძნეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში.

შემდეგ არჩევნებზე, წინა არჩევნებთან შედარებით, ათჯერ მეტი ადამიანი უნდა დავარეგისტრიროთ და მივიყვანოთ, ამიტომაც მინდა მივმართო ჩემს მეგობრებს, ნაცნობებს და უცნობებსაც დიასპორაში: ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელი, ჩვენი ისტორიის გადამწყვეტ მომენტში, რათა არ დავკარგოთ ჩვენი ქვეყანა,” – წერს სააკაშვილი.

იტვირთბა....