ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“როცა ახალგაზრდა დიპლომატი ვიყავი, საქართველოსთან ერთად ვმუშაობდი ბაქო-ჯეიჰანის მილსადენის რეალიზების პროექტზე” – აშშ-ს ელჩი

“როცა ახალგაზრდა დიპლომატი ვიყავი, საქართველოსთან ერთად ვმუშაობდი ბაქო-ჯეიჰანის მილსადენის რეალიზების პროექტზე” – აღნიშნულის შესახებ აშშ-ს ელჩმა რობინ დანიგანმა განაცხადა.

“მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები ფორუმზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი მასპინძლობს და გვყავს დიდი წარმომადგენლობა შეერთებული შტატების მხრიდან როგორც კომპანიებიდან, ასევე საერთაშორისო განვითარების სააგენტოდან. იცით, როცა ახალგაზრდა დიპლომატი ვიყავი, საქართველოსთან ერთად ვმუშაობდი ბაქო-ჯეიჰანის მილსადენის რეალიზების პროექტზე და საოცარია, რომ დღეს აქ დავბრუნდი და ვხედავ, რას მიაღწია საქართველომ შუა დერეფნის განვითარების კუთხით, გზების, რკინიგზის და პორტების განვითარების კუთხით.
სწორედ ამიტომ ვართ დღეს აქ, შეერთებული შტატები და ჩვენი კომპანიები, რათა გავაგრძელოთ ამ განვითარების მხარდაჭერა და მასში მონაწილეობა, რადგან ვიცით შუა დერეფნის ნამდვილი ღირებულება და საქართველოს როლი ამ შუა დერეფანში. ასე რომ, როგორც ელჩი აქ, მე აბსოლუტურად მზად ვარ მხარი დავუჭირო ამ საკითხს.
ვფიქრობ, რომ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ უაღრესად მნიშვნელოვანი პლატფორმაა, სადაც იკრიბება კერძო სექტორი და საჯარო სექტორი, შუა დერეფნის ქვეყნების ლიდერები ამ მნიშვნელოვანი სატრანზიტო გზის განვითარების მხარდასაჭერად. ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ კერძო სექტორისა და საჯარო სექტორის ერთობლივი თანამშრომლობის გარეშე. ასე რომ, მე ნამდვილად ვაფასებ პრემიერის და საქართველოს მთავრობის ინიციატივას ამ მნიშვნელოვანი ფორუმის ჩატარებისთვის“- აღნიშნა ელჩმა

იტვირთბა....