“ჰამასი” ტერორისტული ორგანიზაცია არ არის, ისინი თავის მიწას იცავენ – ჩვენ გვქონდა ისრაელში ვიზიტის გეგმა, მაგრამ გაუქმდა, ჩვენ არ წავალთ” – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
“თქვენ შეგიძლიათ დასავლეთთან ერთად “ჰამასი” ტერორისტულ ორგანიზაციად განიხილოთ. დასავლეთი თქვენთან დიდ ვალშია, მაგრამ თურქეთს თქვენი ვალი არ აქვს“ – მიმართა ისრაელს თურქეთის პრეზიდენტმა.