ხმაურია ბათუმის საქალაქო სასამართლოში. მკვლელობაში ბრალდებული ლევან სირაბიძე 8 თვიანი პატიმრობის შემდეგ მოსამართლე კოტე ჭილაიამ ყველა ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო და პატიმრობიდან გაათავისუფლა. მან გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ბრალდებული აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.
ბრალდებულის გამამართლებელ განაჩენს და გადაწყვეტილების გამოცხადებას დარბაზში, მოკლული ნიკა თუთაშვილის ოჯახის წევრების მხრიდან ხმაური მოჰყვა. ისინი სირაბიძის “ქართულ ოცნებასთან” ახლო კავშირზე საუბრობენ, რადგან ბრალდებულის ბიძაშვილი რიჩარდ სირაბიძე, ბათუმის საკრებულოს წევრია “ოცნებიდან”.
წყარო – “მთავარი არხი”